05:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 16:59:21, 1620 ნახვა

საზოგადოება
ირლანდია საქართველოსთან კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიის სენატის თავმჯდომარეს – დენის ოდონოვანს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველო-ირლანდიის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს, საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო მოლოდინები.

ასევე, საქართველოს სენატის თავმჯდომარეს საქართველო-აშშ-ის უაღრესად მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობებისა დასაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში მიმდინარე ვიზიტის  თაობაზე, ინფორმაცია მიაწოდა.

სენატის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა, როგორც საქართველო-ირლანდიის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა, ასევე  ქვეყნის წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე.

შეხვედრის დასასრულს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დენის ოდონოვანი საქართველოში მოიწვია, რაზეც სენატის თავმჯდომარემ წინასწარი თანხმობა განაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics