23:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 15:40:31, 1627 ნახვა

საზოგადოება
მასშტაბური აქცია საჩხერის სამედიცინო ცენტრში - უფასო კვლევები 7 მიმართულებით

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 13 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე, იმერეთის რეგიონის მოსახლეობას, ადგილობრივ ექიმებთან ერთად, უფასო კონსულტაციებს გაუწევენ თბილისიდან მოწვეული ექიმები - ნეიროქირურგი, უროლოგი, ენდოკრინოლოგი, ანგიოლოგი, გინეკოლოგი, მამოლოგი, კარდიოლოგი.

აქციის ფარგლებში პაციენტებს უფასოდ ჩაუტარდებათ ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკური და კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები, მათ შორის: დისკოგენური რადიკულოპათიების კომპიუტერული ტომოგრაფია;  მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, უროლოგიური და გინეკოლოგიური პათოლოგიების ულტრაბგერითი კვლევები;
სისხლძარღვების დოპლეროსკანირება; ღვიძლის ფუნქციურის სინჯები; ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსია-ციტოლოგია და ჰორმონალური გამოკვლევა.

დიაგნოსტიკის პროცესში შეირჩევა სამიზნე კონტინგენტი, რომელსაც ქირურგიული ჩარევა სჭირდება და საჭიროების შემთხვევაში, კლინიკის ბაზაზევე დაიგეგმება ოპერაციული მკურნალობა, მათ შორის ლაპარასკოპიული მეთოდით.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics