|
2017-05-08 12:24:35, 1870 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმში კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს
კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ამჯერად ბათუმში მიმდინარეობს. დღეს პირველად საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან ერთად, პრეზიდენტიც იღებს მონაწილეობას. საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით თავდაპირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მიმართა: „ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იყო გატანილი, ძალიან საინტერესო მსჯელობა იყო და ვფიქრობ, ეს ცვლილებები ჩვენს კონსტიტუციაში ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის რეგიონის განვითარებას და წინსვლას. მინდა, განსაკუთრებით სხვადასხვა ცვლილებებთან ერთად აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო კომისიის წევრებს ერთსულოვნებისათვის. ფაქტობრივად, ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი რეგიონის მომავალი, ესაა ჩვენი რეგიონის წარმატება, გამარჯვება, ესაა ეფექტური მართვა, კოორდინირებული მუშაობა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის სიძლიერისთვის“,-განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)