09:43 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 18:27:42, 2138 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში არა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის, არამედ სამხრეთ-ჩრდილოეთის საგზაო სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარებას უჭერს მხარს, - ამ საკითხზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვენჩაი ჟანგმა და გენერალურმა დირექტორმა შონ ო'სალივანმა იაუბრეს.

შეხვედრაზე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა აღნიშნული მიმართულების განვითარებას, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს აღნიშნული სატრანსპორტო მიმართულებით ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

ქართულმა მხარემ აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელებს ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის შეხედულებები გააცნო.

კერძოდ, საუბარია თბილისი-ლარსის მიმართულების განვითარებაზე, რომელიც მოიცავს მლეთა-კობის გვირაბს. პროექტის ღირებულება 450 მლნ აშშ დოლარია.

შეხვედრის დასასრულს, ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები აზიის განვითარების ბანკთან წლის ბოლომდე დადებითად დასრულდება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics