21:49 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 15:27:46, 2004 ნახვა

საზოგადოება
საქართველო „გილეადის“ ობიექტივში - ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოში პირველმა, C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია უნდა მოახდინოს

ქვეყანა, რომელმაც 2020 წელს მთელს მსოფლიოში პირველმა, C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია უნდა მოახდინოს. საქართველო სამედიცინო კორპორაცია „გილეადის“ ობიექტივში სწორედ ამ კუთხით მოხვდა.  ვიდეო რგოლში, რომელიც სპეციალურად საქართველოზე, როგორც სამაგალითო ქვეყანაზე შეიქმნა,  ნაჩვენებია რეალური ადამიანების ისტორია, რომლებმაც გამოიყენეს უნიკალური შანსი, და მომაკვდინებელი ვირუსი, სწორედ კომპანია გილეადის უახლესი თაობის მედიკამენტების მეშვეობით დაამარცხეს.  საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის ძვირადღრებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოს მთავრობას, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და კომპანია გილეადთან თანამშრომლობით 2015 წლის 21 აპრილს დაიწყო.  პროგრამაში ამ დრომდე 36 500-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, მათგან 29 000-მდე პაციენტმა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა.  განკურნების მაჩვენებელი 97%-ია.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics