|
2017-05-05 14:42:56, 2019 ნახვა
საზოგადოება
კომპანია „ქართველმა“ საზოგადოებას ახალი ქართული ბრენდი „მომღერალი ღვინო“ წარუდგინა
Tbilisi Marriot Hotel-ში კომპანია "ქართველმა" საზოგადოებას ახალი ქართული ბრენდი "მომღერალი ღვინო" წარუდგინა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები დაესწრნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზენტაცია სიტყივთ გამოვიდა და “ქართველს”წარმატება უსურვა. მომღერალი ღვინო „ქართული ხმების“ მიერ შექმნილი პროდუქტია, რომლის მოგების გარკვეული ნაწილი ქართული ფოლკლორის ფონდის შექმნასა და განვითარებას მოხმარდება. ფონდი ხელს შეუწყობს მივიწყებული სიმღერების აღორძინებას, ახალი კომპოზიციების შექმნასა და მომავალი თაობის აღზრდას. „ქართველი“-ს მიზანია შეარჩიოს და ჩამოასხას ღვინო მივიწყებული ქართული საღვინე ყურძნის ჯიშებისგან, ტრადიციული მეთოდებით აწარმოოს ღვინო და მსოფლიოს წარუდგინოს ქართული ღვინის ფასეულობა. ოფიციალურ გვერდზე ყოველ სამ თვეში ერთხელ განთავსდება ახალი ვიდეო რგოლი. ვიდეო მასალაში წარმოჩენილი იქნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ღირსშესანიშნავი ადგილები და დღესასწაულები. ვიდეო რგოლები ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას და მსოფლიოსთვის ღირსეულად მიწოდებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)