|
2015-04-11 12:00:23, 880 ნახვა
სამართალი
პოლიციელთა უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროექტი მოამზადა
პოლიციელთა უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრძანების პროექტი მოამზადა. შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, დოკუმენტში საუბარია, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი პოლიციელმა სხვადასხვა შემთხვევებში. "რაც შეეხება პოლიციელებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას, ეს უფრო შეეხება პოლიციელთა უსაფთხოების ზომებს, კონკრეტულ შემთხვევაში და ისეთ შემთხვევებში, რაც მოხდა ვარკეთილში, თუ როგორ უნდა დაიცვას პოლიციელმა თავი. ჩვენ ბრძანების პროექტი გვაქვს მომზადებული, სადაც განისაზღვრა, რომ თითოეულ შემთხვევაში პოლიციელთა რაოდენობა იმ პირთა რაოდენობაზე მეტი უნდა იყოს, ვისი შემოწმებაც ან დაკავება ხდება, რათა ასეთი საფრთხეები თავიდან ავიცილოთ. ასევე უნდა განისაზღვროს მეკონტაქტე და დამცავი პოლიციელი. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს უფლებამოსილება, რომ მას თავდაცვითი ან პრევენციული ღონისძიებებისთვის ჰქონდეს იარაღზე აქტიური ხელის დადების უფლება და სწრაფი რეაგირების საშუალება", - განაცხადა ლევან იზორიამ. მისივე თქმით, არასწორია იმაზე საუბარი, თითქოს ქვეყანა "ნულოვანი ტოლერანტობის" პრაქტიკას უბრუნდება. იზორიამ პარლამენტში წარდგენილ "იარაღის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა. "ამ პროექტის ფარგლებში ცვლილებები შეეხება "სისხლის სამართლის კოდექსსაც". დღეს მოქმედი კოდექსით, თუკი პირი ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ შეიძენს, გათვალისწინებულია ჯარიმა და თავისუფლების გარკვეული ვადით აღკვეთა. ასევე იარაღის უკანონო ტარებაზე გათვალისწინებულია ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5-წლამდე. ჩვენ ჯარიმას ვაუქმებთ და ვაწესებთ თავისუფლების აღკვეთის სახით მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვარს", - განაცხადა ლევან იზორიამ.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)