21:50 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 13:38:48, 1843 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო შეფასება - კერძო სკოლის მოსწავლეების უპირატესობა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში თვალსაჩინოა

სახელმწიფო შეფასების თანახმად, კერძო სკოლის მოსწავლეების უპირატესობა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში თვალსაჩინოა.

სახელმწიფო შეფასების, ასევე საერთაშორისო კვლევების პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მართავს.

სახელმწიფო შეფასება აჩვენებს, რომ დაგეგმილ და მიღწეულ ეროვნულ სასწავლო გეგმას შორის არსებითი სხვაობაა. მე-9 კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევას მინიმალურ დონეზე მათემატიკაში მოსწავლეთა 30.3%; ფიზიკაში მოსწავლეთა 34,8%, ქიმიაში 49,1%, ხოლო ბიოლოგიაში 13,3% ვერ ახერხებს.

კვლევამ განსაკუთრებით დაბალი შედეგი აჩვენა  იმ დავალებების შესრულებაში, რომლებიც მსჯელობას და პრობლემის გადაჭრის უნარს მოითხოვს.

სწავლის თანაბარი შესაძლებლობის თვალსაზრისით, კვლევით დგინდება, რომ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სოფლად მცხოვრები მოსწავლეების მიღწევები არსებითად  ჩამორჩება ქალაქში მცხოვრებ თანატოლების მიღწევებს. თვალსაჩინოა, კერძო სკოლის მოსწავლეების უპირატესობა, საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics