21:49 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 11:00:53, 1612 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ბულინგის თემაზე რამდენიმე შეხვედრა გამართა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ ბულინგის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ცენტრის ინფორმაციით, თელავში, ყვარელსა და ბათუმში გამართულ ტრენინგებს სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები, ასევე პედაგოგები დაესწრნენ. ტრენინგის მიზანი იყო მოზარდებში ძალადობრივი ქცევის ნიშნების ამოცნობა, დროული და ეფექტიანი რეაგირება, პრევენცია. ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ბულინგის არსის, გამომწვევი მიზეზების, მისი სახეებისა და შედეგების შესახებ.

ყვარელსა და ბათუმში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ ტრენინგის მიმდინარეობაში; მონაწილეობდნენ სხვადასხვა ჯგუფური დავალების შესრულებასა და მოცემული თემის ირგვლივ გამართულ დისკუსიაში. ტრენინინგის ფარგლებში ბულინგის თემაზე ვიდეორგოლის ჩვენება და შემდგომ, მისი განხილვა/დისკუსია გაიმართა.

თელავში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას კი საჯარო სკოლების მშობლები დაესწრნენ. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ბულინგის პრევენციისთვის ოჯახისა და სოციალური გარემოს მნიშვნელობის შესახებ.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობრივი კულტურის განვითარება, პიროვნული განვითარება და კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics