21:49 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 22:31:08, 2310 ნახვა

საზოგადოება
სამშენებლო კომპანია „აქსისთან" დაზარალებული მოქალაქეების აქცია გაიმართება

ხვალ 17 საათზე სამშენებლო კომპანია „აქსისის“ ოფისთან ის მოქალაქეები შეიკრიბებიან, ვინც წლების წინ „აქსისისგან“ ბინები იყიდა, თუმცა ჯერ არ ჩაბარებიათ.

 „აქსისის“ წინააღმდეგ დაზარალებულთა საჩივარი საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა, თუმცა კომპანიამ საქმე ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა და ახლა გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„წლებია, კომპანია „აქსისი“ ხალხს ატყუებს. დაზარალებულებმა არაერთხელ მიმართეს საქალაქო სასამართლოს და უამრავი დავაც მოიგეს, თუმცა აღსრულება ვერ ხერხდება. კომპანიას, რომლის რეკლამებსაც ყველგან წააწყდებით და რომელიც ჭავჭავაძეზე ათეულობით მილიონიან თაუერსს აშენებს, თურმე ფული არ გააჩნია. უშედეგოდ მოგებული სამოქალაქო დავების შემდეგ პროკურატურას მივმართეთ, თუმცა პროკურატურა არ რეაგირებს და დაზარალებულებს ისევ სამოქალაქოში, იმავე წრეზე აბრუნებს. კომპანია „აქსისი“ კი ჩაბარების ვადას კიდევ უფრო ავადებს და დაზარალებულებს კვლავაც ლოდინისკენ მოუწოდებს“, - ამბობენ დაზარალებულები.

კომპანია "აქსისის" მიერ დაზარალდა 350 -მდე მოქალაქე რომლებმაც ბინებში ფული სრულად გადაიხადეს და 10 წელია, საკუთრებას უშედეგოდ ითხოვენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics