|
2017-05-04 18:18:25, 2092 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ყარაულაშვილი ევროკავშირის პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი ევროკავშირის პროექტის „საქართველო ევროპულ გზაზე: ეფექტური მოდელის შექმნა ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისა და მცირე ბიზნესის განვითარების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის" განმახორციელებელი კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა. კონსორციუმის წევრები არიან ლიტვის რესპუბლიკის აღმოსავლეთ ევროპის სწავლების ცენტრი (EESC), სლოვაკეთის რესპუბლიკის გლობალური უსაფრთხოების ფორუმი (GLOBSEC), საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია (ABCO), ორგანიზაცია „ათინათი", ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი" და ასოციაცია „კავკასიური გენეტიკა". პროექტის მიზანია ქართული არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლერება და ცნობადობის ამაღლება ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისა და მცირე ბიზნესის განვითარების სტრატეგიის განხორციელების პროცესში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმებზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)