20:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 14:22:49, 1508 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულებისა სამინისტროსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმის მიზანს სასჯელის სახით დანიშნული/შეცვლილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

მემორანდუმით გათვალისწინებულია, ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ, შესაძლებლობების ფარგლებში,  სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ მიმართვის საფუძველზე, მსჯავრდებულთათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების მიზნით, შესაბამისი ადგილების გამოყოფის უზრუნველყოფა.

სასჯლაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში იგეგმება ულტრათანამედროვე ოთახის შექმნა,  სადაც პრობაციონერები დასაქმდებიან.

„გარდა ამ პროექტისა უახლოეს მომავალში დაგეგმილია დაწესებულებათა ბიბლიოთეკების კიდევ უფრო კეთილმოწყობა და წიგნების შეტანა, რაშიც   ეროვნული ბიბლიოთეკაც  გვიჭერს მხარს,“ - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, გიორგი კეკელიძის თქმით, ბიბლიოთეკაში დასაქმება პრობაციონერებს სხვადასხვა საჭირო უნარებს, ჩვევებსა და ცოდნას შესძენს.

„ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებულ კორპუსში გვსურს, შევქმნათ „თავისუფლების ოთახი“,  სადაც პრობაციონერები ერთი მხრივ, შესასრულებელ სამუშაოს გასწევენ და მეორე მხრივ, მიიღებენ შესაბამის განათლებას,  რომელიც სამომავლოდ გამოადგებათ.  ვფიქრობ, ეს პროექტი ნამდვილად იქნება საეტაპო“, - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ძალაში დღეიდან შევა და 2018 წლის მაისამდე იმოქმედებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics