|
2017-05-04 11:45:02, 1703 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს დღეს იოჰანეს ჰანი ეწვევა
4-6 მაისს საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის ვიზიტია დაგეგმილი. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ა.წ. 5 მაისს, გაიმართება ევროკომისრის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე მხარეების მიერ განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული მიმდინარე პრიორიტეტები, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ქვეყანაში განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმები. ევროკომისრის ვიზიტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია აგრეთვე 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი ,,აღმოსალეთ პარტნიორობის'' სამიტისთვის საქართველოს მოლოდინებზე და ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდის გზებზე მსჯელობა. ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია 32 მილიონი ევროს საფინანსო შეთანხმების („ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი" Technical Cooperation Facility – TCF) ხელმოწერა, რომელიც ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)