21:51 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 18:08:59, 1816 ნახვა

საზოგადოება
აეროპორტში მწეველებისთვის სპეციალური ოთახი გაკეთდება

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის  ინიციატორის გუგული მაღრაძის განცხადებით, აეროპორტში მოსაწევი  ადგილი გაკეთდება.

როგორც მაღრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცვლილებების განხილვისას აღნიშნა, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, თუ რა ზომის უნდა იყოს მოსაწევი ოთახი, რომელიც აეროპორტში შეიქმნება.

„ყველა ცივილური ქვეყნის დახურულ ადგილებში მოწევა  აკრძალულია, მოსაწევი ადგილები მხოლოდ ტრანზიტულია. მაგალითად,  აეროპორტებში, რადგან აეროპორტებში თავს იყრიან ისეთი ადამიანები, რომლის ქვეყანაში შეიძლება არაა აკრძალული მოწევა და მას უნდა ჰქონდეს  მოწევის საშუალება. ჩვენ ვუშვებთ ასეთი ტიპის სპეციალურ ადგილებს მაგალითად აეროპორტში. ამაზე ვიმსჯელეთ და 6 კვადრატული ამოღებული იქნება. მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, რა ზომის უნდა იყოს ის მოსაწევი ოთახი, რომელიც აეროპორტში შეიქმნება“,-განმარტა გუგული მაღრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics