20:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 15:50:40, 1631 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ახალგაზრდებისთვის ლიტერატურული საღამო გამართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებისთვის ლიტერატურული საღამო გამართა.

ღონისძიება სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“ საგამოფენო პავილიონში ჩატარდა.

საღამოზე მწერალმა ეკა ტოგონიძემ წაიკითხა ლექცია - „წერე, თუ წერის გარეშე ვერ ძლებ“. მან ახალგაზრდებს პრაქტიკული რჩევები მისცა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. გამომცემლობის "წიგნები ბათუმში“ თანადამფუძნებელმა და რედაქტორმა მარიამ კორინთელმა კი მწერლებისა და მკითხველის ცხოვრებაში გამომცემლობის როლზე ისაუბრა. ლიტერატული საღამოს მიზანი ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და მხატვრული წერით დაინტერესება იყო.

ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდებმა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დაათვალიერეს გამოფენა - „ქართული ძველნაბეჭდი წიგნები“. გამოფენაზე წარმოდგენლია XVIII-XIX საუკუნეებში თბილისში, ქუთაისში, კონსტანტინოპოლში, კრემენჩუკში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ვენეციაში, რომსა და მონთობანში გამოცემული სასულიერო და საერო ხასიათის წიგნები. ექსპოზიციაზე ფოტოების სახით გამოფენილია ძველნაბეჭდი წიგნების დეკორი, სხვადასხვა სტამბის შრიფტები, წიგნების მინიატურები, წიგნების ყდების გაფორმება. გამოფენა 7 მაისამდე გაგრძელდება.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობრივი კულტურის განვითარება, პიროვნული განვითარება და კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics