|
2017-05-03 15:43:42, 978 ნახვა
რეგიონი
პოლონელი ჟურნალისტები აჭარის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებიდან პრესტურების ორგანიზებას აგრძელებს. ამჯერად, აჭარაში პოლონელი ჟურნალისტები იმყოფებიან. რეიტინგული მედია საშუალებების ჟურნალისტები აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან. სამდღიანი ვიზიტისას ისინი ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ, ეწვევიან მტირალას ეროვნულ პარკსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. ასევე გაეცნობიან რეგიონის კულტურულ-ისტორიულ წარსულს გონიოს ციხე სიმაგრესა და მუზეუმებში. ისინი ადგლობრივ სამზარეულოსაც დააგემოვნებენ და მათი მომზადების მასტერკლასებს გადაიღებენ. ჟურნალისტების მიერ მომზადებული სტატიები და რეპორტაჟები ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებამდე პოლონურ მედიაში გამოქვეყნდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს ჯამში 32 პრესს და ინფო ტურის ჩატარებას გეგმავს, რომლის დროსაც რეგიონის ტურისტულ შესაძლბელობებს ტუროპერატორები და ჟურნალისტები გაეცნობიან.
(NS)
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)