18:55 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 11:54:34, 2345 ნახვა

საზოგადოება
რუსი ბაიკერები, რომლებიც საქართველოში არ შემოუშვეს, აცხადებენ, რომ „ღამის მგლების“ წევრები არ არიან

საქართველოს ტერიტორიაზე რუსი ბაიკერები არ შემოუშვეს, - ამის შესახებ Auto.mail.ru რამდენიმე მოტოციკლისტზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ბაიკერები აცხადებენ, ისინი 2 მაისს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტიდან აპირებდნენ საქართველოში შესვლას, თუმცა მათ უარი უთხრეს. გარდა ამისა, ბაიკერების თქმით, ქვეყანაში შესვლაზე უარის მოტივი მათთვის არ უთქვამთ.

რუსული მედია მათ მიერ მიწოდებულ ფოტოსაც ავრცელებს, სადაც პასპორტში ქვეყანაში შეშვებაზე უარის დამადასტურებელი ბეჭედიცაა დაფიქსირებული.

მოტოციკლისტების ინფორმაციით, მსგავსი პრობლემა დაახლოებით 50 ბაიკერს შეექმნა და მათი ვარაუდით, ასეთი შეზღუდვა შეიძლება მაისის ბოლომდე გაგრძელდეს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ბაიკერები, რომლებიც საქართველოში არ შემოუშვეს "ღამის მგლების" წევრები არ არიან.

რუსული მედია ვარაუდობს, რომ ეს შეზღუდვა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად, მოტოკლუბ „ღამის მგლების“ საქართველოში დაგეგმილ მოგზაურობას უკავშირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics