|
2017-05-03 10:51:18, 1462 ნახვა
საზოგადოება
ბოსტნეული კულტურების მყნობის ტექნოლოგიებზე ფერმერებს წილკანში ტრენინგი ჩაუტარდათ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ერთწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო წილკნის ბაზაზე, ფერმერებს, აგარარული მიმართულების სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს კიტრის, საზამთროს, ნესვის და გოგრის მყნობის ტექნოლოგიებზე ტრენინგი ჩაუტარეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალისტებმა ტრენინგის მონაწილეებს ის საერთაშორისო სტანდარტები და მეთოდები გააცნეს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია მყნობის პროცესში. მათივე ცნობით, მონაწილეებმა მყნობის 4 ძირითადი მეთოდი პრაქტიკულ მეცადინეობაზე, ბოსტნული კულტურების მაგალითზე შეისწავლეს. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რეგულარულად ატარებს უფასო სასწავლო კურსებს ფერმერების, სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის. მონაწილოებისთვის შესავსები სააპლიკაციო ფორმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ოფიციალურ facebook გვერდზე იდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)