20:20 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 12:22:43, 1850 ნახვა

საზოგადოება
სამასპინძლო დაწესებულებებში მოწევის აკრძალვა 1 მაისიდან დაიწყება - კაზინოებში კი, მოწევა დასაშვები იქნება

კაფეებსა და რესტორნებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან პირველ მაისამდე გადაიდო.

როგორც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის ავტორმა გუგული მაღრაძემ აღნიშნა, სამასპინძლო ინდუსტრიას მოსამზადებლად დრო მიეცემა.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, მოწევა დასაშვები იქნება კაზინოებში და სიგარა-ბარებში, რომლებსაც ლიცენზია ექნებათ. 

„მეორე მოსმენით გადის კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის შესახებ. მთავრობასთან ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად, მივედით კონსენსუსამდე, რომლის შედეგად, გადავწიეთ ვადები. შეიძლება, იგივე სამასპინძლო ბიზნესს სჭირდებოდეს დრო, რომ მოსაწევი ღია ადგილები გამოყოს. პარლამენტის წევრებისგან ასევე იყო შენიშვნები რეკლამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში კანონები 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics