|
2017-05-01 14:36:31, 858 ნახვა
რეგიონი
აჭარას გაეროს მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში გაეროს ცხრა ქვეყნის (ლიხტენშტეინის, საუდის არაბეთის სამეფოს, ბაჰრეინის სამეფოს, ტუვალუს, ჩილეს რესპუბლიკის, იემენის რესპუბლიკის, პაპუა ახალი გვინეას და გამბიის რესპუბლიკის) ელჩია წარმოდგენილი. ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული ვითარების, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა. აჭარის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალის გასაცნობად ელჩები ბათუმს 30 აპრილს ესტუმრნენ, დაათვალიერეს რეგიონის ღირშესანიშნაობები, გამართეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. დღეს, სასტუმრო რედისონში, აჭარის მთავრობამ სტუმრებს რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის ამსახველი პრეზენტაცია წარუდგინა. გაეროს მუდმივ წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ. მისი თქმით, აჭარა საქართველოში საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალით გამორჩეული რეგიონია, გაეროს განვითარების პროგრამების დახმარებით მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტები ხორციელდება რეგიონის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. "გვიხარია, რომ ვიზიტი დაიწყო აჭარიდან, ბათუმიდან. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია რეგიონის შესაძლებლობების შესახებ. ვფიქრობ, ეს არის შესანიშნავი საშუალება, რომ ჩვენი შესაძლებელობები გავიტანოთ კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში. გაეროს წვლილი ჩვენი რეგიონის განვითარებაში ძალიან დიდია და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით" - განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ. „ჩვენი ვიზიტის მიზანი საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებაა. ჩვენ ვიცნობთ ქართველი ხალხის მიღწევებს. მოხარული ვართ, რომ თქვენს ქვეყანაში ვითარდება ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა. შენდება ბევრი ტურისტული ობიექტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ყველა პირობა აქვს იყოს წარმატებული ქვეყანა. აჭარა ეს არის მნიშვნელოვანი რეგიონი მსოფლიოში ეკონომიკური თვალსაზრისით" - აღნიშნა იემენის რესუბლიკის წარმომადგენელმა გაეროში, ხალიდ ალემანმა. გაერო-სთან აკრედიტირებული მუდმივმოქმედი წარმომადგენლები საქართველოში 4 მაისამდე დარჩებიან. ბათუმის შემდეგ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს ელჩები დედაქალაქში გამართავენ.
(NS)
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)