|
2017-04-24 15:57:24, 743 ნახვა
რეგიონი
აჭარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში თანამედროვე ტიპის საიზოლაციო ოთახები მოეწყო
აჭარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ქალთა და მამაკაცთა განყოფილებაში თანამედროვე ტიპის საიზოლაციო ოთახები მოეწყო. რეაბილიტირებული სივრცე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა სურმანიძემ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს. „ფსიქიატრიული საავადმყოფოს არასათანადო და შეუსაბამო საიზოლაციო პალატები სახლხო დამცველის ანგარიშში არაერთხელ მოხვდა. მოხარული ვარ, რომ ინვესტორებმა კლინიკის შეძენისთანავე დაიწყეს პაციენტებისათვის ღირებული გარემოს შექმნა“, - აღნიშნა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. მინისტრის განმარტებით, სამინისტრო განიხილავს მუნიციპალიტეტებში მობილური ჯგუფების გასვლის დაფინანსების საკითხს: „ბენეფიციარები, რომლებიც მანძილის გამო ვერ ახერხებენ დაწესებულებაში ვიზიტს, კლინიკის წარმომადგენლები მათ თავად ეწვევიან. რადგან ზოგიერთი პაციენტი საჭიროებს მედიკამენტების ყოველდღურ მიღებას, წყვეტილობის თავიდან აცილების მიზნით, ვფიქრობთ დავაფინანსოთ მობილური ჯგუფების მუნიციპალიტეტებში გასვლა“. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ბიბლიოთეკა და პაციენტთათვის მოსასვენებელი ოთახი. გარემონტდა და ახალი მაღალტექნოლოგიური სამრეცხაო დანადგარები დამონტაჟდა სამრეცხაო ოთახში. საავადმყოფოს წლების განმავლობაში პრაქტიკულად არ გააჩნდა ავტომობილი, რადგან მწყობრიდან გამოსული, ძველი მანქანა შესაბამის დანიშნულებას ვერ ასრულებდა. ამიტომ საინვესტიციო ხარჯით შესყიდული იქნა „ფორდ ტრანზიტი“, რომელსაც კლინიკა საჭიროების შემთხვევაში პაციენტების გადასაადგილებლად და სხვა ამბულატორიული მომსახურეობისთვის გამოიყენებს.
(NS)
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)