17:05 - 13 Aug, 2026
|
2017-04-18 11:21:11, 785 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული ცხინვალის „უშიშროების კომიტეტი“ საქართველოს 3 მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ე.წ საზღვრის გადაკვეთის გამო დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის "უშიშროების კომიტეტი" ავრცელებს. "17 აპრილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო საქართველოს 3 მოქალაქე დავაკავეთ. დაკავებულები არიან 1989 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები გიორგი ბაბუნაშვილი, გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში მცხოვრები 1989 წელს დაბადებულები რევაზ სრესელი და ლევან ბოლათაშვილი", - ნათქვამია განცხადებაში. როგორც ე.წ უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარეობს მუშაობა, რათა სასაზღვრო სამსახურმა საქმის მასალები სასამართლოს გადაუგზავნოს. ცნობისთვის, 17 აპრილს ე.წ მესაზღვრეებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)