07:20 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-16 22:50:49, 1734 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი აღდგომის დღესასწაულს პოლიციელებთან და ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ბაზაზე მოქმედ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში  სააღდგომო ლიტურგიას ოჯახთან ერთად დაესწრო. 

შს მინისტრთან ერთად, ლიტურგიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, პოლიციელები და ჯარისკაცები იმყოფებოდნენ.

გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს ბაზაზე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების ინიციატივით და მხარდაჭერით, 2016 წელს აშენდა. შსს-ს თანამშრომლები, მატერიალური შემოწირულობის გარდა, ეკლესიის მშენებლობაში თავადაც მონაწილეობდნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics