07:20 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-16 22:46:45, 1830 ნახვა

საზოგადოება
N5 ქალთა დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს სააღდგომოდ საჩუქრები გადაეცათ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენლებმა N5 ქალთა დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.

საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს კურთხევით, ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს სააღდგომო პასკა, კვერცხი, სანთლები და სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ.

სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენელმა  N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს და N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო პასკა, კვერცხი, სანთელები და სხვადასხვა ტკბილეული გადასცა. სააღდგომო საჩუქრები ასევე, მიიღეს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილმა პირებმაც. 

ბრალდებულებმა/მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებს სააღდგომო საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადეს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics