02:29 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 11:38:12, 2249 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი საწარმოების რაოდენობა მნიშვნელოვნად მატულობს მათ რიცხვს ახალი კომპანია შპს “კასტა”  დაემატა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ავეჯის მასალის იმპორტიორი კომპანია შპს „კასტა“ თბილისში თორნიკე ერისთავის ქ. #1-ში მდებარერეობს.  

უწყების ცნობით, კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საოფისე და საყოფაცხოვრებო ავეჯის მწარმოებელ ქარხნის გახსნას გეგმავს. 

ამჟამად კომპანიაში 21 ადამიანია დასაქმებული. საწარმოს სრულად ამოქმედების შემდეგ კომპანიაში 37 ადამიანი დასაქმდება.  შპს „კასტა“ რომელიც ავეჯს უკვე 10 წელია აწარმოებს  საკუთარი ავეჯის მაღაზიის გახსნას და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე სახელის დამკვიდრებას გეგმავს. 

შპს „კასტა,“ რომელიც 2017 წლის მაისის თვეში გაიხსნება, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.   სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 451 764 ლარს  შეადგენს. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics