06:47 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 14:26:26, 638 ნახვა

სამართალი
თბილისის აეროპორტში კინოლოგიური სასწავლო პროგრამის დამამთავრებელი ცერემონია ჩატარდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური სასწავლო პროგრამის დამამთავრებელი ცერემონია ჩატარდა.

შსს-ს ინფორმაციით, სწავლება ორ ეტაპად წარიმართა: პირველი ეტაპი, სასწავლო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიმდინარე წლის 17 იანვრიდან 15 მარტის ჩათვლით განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხუთმა თანამშრომელმა. აღნიშნული ვიზიტი ტრენერთა ტრენინგსაც მოიცავდა. სწავლების მეორე ეტაპი აშშ-ში გადამზადებული ინსტრუქტორების მიერ საქართველოში, სხვადასხვა სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა სამმა თანამშრომელმა მიიღო.

ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების, აგრეთვე, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები დაესწრნენ. გადამზადებულ თანამშრომლებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

სასწავლო პროგრამა კინოლოგიური პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც 2013 წლიდან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადენს. პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics