|
2017-04-12 20:03:35, 1835 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ზიგფრიდ ბრაკეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის ძირითადი საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელგიას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილთა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებს. ზიგფრიდ ბრაკემ გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა ვიზალიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება. პრემიერ–მინისტრის განმარტებით, საქართველო აგრძელებს რეფორმების კურსს, რათა კიდევ უფრო დაუხლოვდეს ევროპას. გიორგი კვირიკაშვილმა ზიგფრიდ ბრაკეს საქართველოს მთავრობის რეფორმების 4–პუნქტიანი გეგმა გააცნო. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)