10:34 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 14:02:46, 1872 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოყალიბებას გამორიცხავს

 „საქართველოს კონსტიტუციის პროექტში გვაქვს ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც ეხება საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

 კობახიძის განცხადებით, შემოთავაზებული ვარიანტი  საუკეთესო ბალანსია ორ ძირითად ინტერესს შორის, ეს არის - პლურალიზმისა და სტაბილურობის ინტერესი.

 „გვახსოვს, რომ წარსულში გარკვეული რისკები უკავშირდებოდა ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობას. ეს არის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც გვაქვს პროექტში“,-აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ უამრავი სხვა ცვლილებაც არის, რომელიც პარლამენტის თავს უკავშირდება.

„ახალი რედაქციით ჯეროვნად არის მოწესრიგებული პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობები. ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი სუსტი მხარე არსებული კონსტიტუციის და ეს საკითხები ახალ რედაქციაში სათანადოდ არის მოწესრიგებული“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics