|
2017-04-09 13:41:20, 2004 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ცინიკურია, რომ სწორედ 9 აპრილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმართება ე.წ. რეფერენდუმი და არჩევნები
„ცინიკურია, რომ 9 აპრილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმართება ე.წ. რეფერენდუმი და არჩევნები“,-ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძემ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმს. მინისტრის თქმით, რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიგოს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღევევას. „ცინიკურია, როდესაც დღეს 9 აპრილს, ასევე იმართება ე.წ. არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი, რომელსაც ატარებს რამდენიმე ათასი ადამიანი, მაშინ, როდესაც გამოდევნილია ეთნიკური ქართველები საკუთარი ტერიტორიიდან, საკუთარი სახლებიდან. ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის და პრინციპის დარღვევა. მას არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება. რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიგოს, რომ არასდროს, საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის დარღვევას, სუვერენიტეტის შელახვას და ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, მივაღწევთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას",-აღნიშნა ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)