|
2015-04-07 18:29:22, 442 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა დავით სერგეენკო წმინდა გიორგის სახელობის ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯანდაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. სერგეენკოს ორდენი ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ჯანდაცვის სისტემაში წარმოებული რეფორმებისა და პროგრამების წარმატებით განხორციელებასა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის გადაეცა. „დღეს არის ჯანდაცვის საერთაშორისო დღე და გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ ამ სფეროს გამოჩენილ მოღვაწეებს. ყველას გილოცავთ. მინდა მადლობა გითხრათ იმისათვის, რასაც თქვენ და თქვენი კოლეგები ყოველდღიურად აკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის. შვებას გვაძლევთ ურთულეს მომენტში და განსაკუთრებით მინდა ათასობით ადამიანის სახელით მადლობა ვუთხრა ჯანდაცვის მინისტრს იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში მისი მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგად მრავალ ათას ადამიანს შვება მიეცა. მთავრობის კოლეგიალური მუშაობის გარეშე რა თქმა უნდა მიღწევები შეუძლებელი იქნება. ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანმრთელობის დაცვის კუთხით რევოლუციური ნაბიჯები გადადგა. დავით სერგეენკოს მადლობას ვუხდი. მისი საქმიანობა და მისი დიდი ღვაწლი აღინიშნა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)