23:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 14:12:04, 1538 ნახვა

საზოგადოება
ჟურნალისტების „ერთი დღე ჯარში“

ნატოს კვირეულის ფარგლებში ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ბაზაზასა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ღონისძიება - „ერთი დღე ჯარში" გაიმართა.

სხვადასხვა ტელევიზიისა და საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენლების „ერთი დღე ჯარში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიმართვით დაიწყო. მან ყურადღება ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და ფორმატებზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებაზე გაამახვილა და ამ კონტექსტში ჟურნალისტებისთვის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რათა სწორი გზავნილი საზოგადოებასთან სწორედ მათ უნდა მიიტანონ.

ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ნატოს კვირეულის მნიშვნელობაზე, კავკასიის რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და მასში ნატოს ჩართულობაზე ჟურნალისტებს ლექცია სხვადასხვა მომხსენებელმა ჩაუტარა. ოფიცრებმა კი, მედიას სამხედრო ბაზაზე არსებული უსაფრთხოების წესები დეტალურად გააცნეს. საუბარი ასევე, შეეხო JTEC-ის ამოცანებსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის მნიშვნელობას. 

ჟურნალისტებისათვის ყველაზე საინტერესო სიმულაციური ცენტრი და ვაზიანის სასროლეთი აღმოჩნდა. მედია სხვადასხვა სასწავლო პროცესში ჩაეღთო და სამხედრო ტექნიკაც დაათვალიერა. 

ნატოს კვირეული საქართველოში მეათედ ტარდება. ღონისძიება სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics