23:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 11:10:07, 1790 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე დღეს ექსპერტებს და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება

6 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე ქართველ ექსპერტებსა და მედიის წარმომადგენლებ შეხვდება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია 2017 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შეჯამება და სამომავლო გეგმების მიმოხილვა.

მიხეილ ჯანელიძე შეხვედრების მიმდინარეობისას ისაუბრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში საერთაშორისო საზოგადოების მობილიზების მიზნით საგარეო უწყების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებებზე, განსაკუთრებით ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შესახებ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიმოიხილავს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში გადადგმულ ნაბიჯებს და ეკონომიკური დიპლომატიისა და საზღვარგარეთ ქვეყნის კულტურის წარმოჩენის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს.

მინისტრი გააცნობს შეხვედრის მონაწილეებს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით სამინისტროს საქმიანობის დეტალებს და ასევე, ისაუბრებს სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით განხორციელებული ქმედებების შესახებ. მინისტრის გამოსვლის შემდგომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics