|
2017-04-04 11:46:47, 753 ნახვა
რეგიონი
პატარაძე: ქუთაისის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა ხელს შეუწყობს აჭარის ზღვის კურორტების განვითარებას
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქუთაისის სარკინიგზო გზისა და სადგურის მშენებლობის პროექტის დაწყებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისათვის. ,,ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული ამ პროექტით, იგი მნიშვნელოვანია დასავლეთ საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი აჭარის რეგიონისთვის. სულ მალე იწყება ტურისტული სეზონი აჭარაში. ქუთაისის აერიპორტის საშუალებით ზღვის კურორტებზე უამრავი ტურისტი ჩამოდის. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად დავტვირთოთ ჩვენი რეგიონი და კიდევ უფრო გავზარდოთ ქუთაისიდან შემოსული ტურისტების ნაკადი, მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი და იგი აუცილებლად მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს რეგიონს უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს და განვითარებას“,- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის წევრებთან და სხვა იფიციალურ პირებთან ერთად, 3 აპრილს, ქუთაისში აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრო. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ ყველა მგზავრს, ყველა ტურისტს შეეძლება აჭარის საზღვაო კურორტებზე და საქართველოს სხვა კუთხეებში ჩავიდეს კომფორტული და თანამედროვე რკინიგზით. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ტურისტების მოზიდვისა და რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, ავიაკომპანია Wizzair-ის მგზავრები საბორტო ჟურნალში აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო სტატიას „ბათუმი ოთხი სეზონის ქალაქია" („Batumi a city for all seasons") წაიკითხავენ. (NS)
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)