17:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 10:13:51, 1423 ნახვა

საზოგადოება
ვიზა ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ქუთაისს ეწვევა

საქართველო-ევროკავშირის  საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იმერეთის რეგიონს ეწვევა, სადაც საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირის/შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხებზე  ადგილობრივ მოსახლეობასთან  შეხვედრას გამართავს.
 
საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მედიის წარმომადგენლებთან გამართავს საინფორმაციო შეხვედრას, რის შემდეგაც ვანში გაემგზავრება, სადაც ვანის კულტურის სახლში ადგილობრივ იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელობას, ვანის მოსახლეობას,  სასულიერო პირებს,  იმერეთის რეგიონის სოფლის რწმუნებულებს შეხვდება.
 
იმერეთის რეგიონში სტუმრობისას საგარეო საქმეთა მინისტრი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) -ის ფარგლებში დაფინანსებულ თაფლის გადამამუშავებელ საწარმოს მოინახულებს. აღსანიშნავია, რომ ENPARD-ის პროგრამა  საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების ხელშეწყობას.   პროგრამის ბიუჯეტი  102 მილიონი ევროს შეადგენს.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics