|
2015-04-06 17:10:36, 402 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე: ვერ გეტყვით, რა საიდუმლო დაჯგუფებაზე საუბრობს გია უდესიანი
„ვერ გეტყვით, რა საიდუმლო დაჯგუფებაზე საუბრობს გია უდესიანი“, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ბიზნესმენ გია უდესიანის განცხადებას თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილ საიდუმლო დაჯგუფებასთან დაკავშირებით. „თქვენ თვითონ აღნიშნეთ საიდუმლო დაჯგუფებაო. თუ ის საიდუმლოა, ბუნებრივია ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს ზუსტი შეკითხვის ფორმულირებას თუ გადაუგზავნით, დადგენილი წესით და რიგით გეცოდინებათ პასუხი. მე ვერ გეტყვით რა დაჯგუფებაზე საუბრობს“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ. ჟურნალისტის განმეორებით კითხვაზე, არსებობდა თუ არა რაიმე ტიპის დაჯგუფება თავდაცვის სამინისტროში, ჯანელიძემ ასე უპასუხა: „კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუ კითხვები გაგაჩნიათ მოგვმართეთ კანონით დადგენილი წესით და გაგცემთ პასუხს“. შეგახსენებთ, ბიზნესმენმა გია უდესიანმა „რუსთავი 2“-ს ეთერში განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი იყო საიდუმლო დაჯგუფება, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა.
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)