|
2017-03-30 10:36:51, 2385 ნახვა
პოლიტიკა
დღეიდან ე.წ. მოსმენების კანონი ამოქმედდება
დღეს, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უნდა ამოქმედდეს. ამასთან, საპარლამნტო ოპოზიცია ე.წ მოსმენების შესახებ კანონის შეცვლას კვლავ ითხოვს. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ კანონი მოქალაქეთა პირადი მონაცემების დაცვას ვერ უზრუნველყოფს. ისინი საკონსტიტუციო სარჩელსაც ამზადებენ და მესამე სექტორთან კონსულტაციების გამართვას გეგმავენ. ოპონენტების პოზიციას მმართველ გუნდში არ იზიარებენ. კანონპროექტის თანახმად, ახალი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მუშაობას გააკონტროლებს როგორც პარლამენტი, ისე პრემიერ-მინისტრი. სააგენტოს ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც გაუწევს. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტს ვეტო გიორგი მარგველაშვილმა 20 მარტს დაადო. ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით 23 თებერვალს მიიღეს. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტოს ხმათა უმრავლესობით დაძლია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)