01:16 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 19:31:24, 1888 ნახვა

პოლიტიკა
კახა კახიშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, სეიედ ჯავად ყავამშაჰიდს შეხვდა.

როგორც უწყებიდან "ექსპრენსიუსს" აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა უკანასკნელ წლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგებისა და პროგრესის შესახებ ისაუბრა.  როგორც კახა კახიშვილმა აღნიშნა, უწყებაში  განხორციელდა მასშტაბური რეფორმა, რომელმაც  პატიმართა უფლებების დაცვა და პენიტენციური დაწესებულებების სარეჟიმო პირობების გაუმჯობესება უზრუნველყო. განხორციელდა პატიმართა კლასიფიკაცია რისკების მიხედვით, რომელიც  თითოეული მსჯავრდებულისთვის მულტისციპლინური გუნდის მიერ სასჯელის ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ პენიტენციურ დაწესებულებში ყურადღებას იჩენენ ირანის მოქალაქე მსჯავრდებულების მიმართ. ელჩმა  სეიედ ჯავად ყავამშაჰიდმა მინისტრს თხოვნით მიმართა, რომ ირანის მოქალაქე მსჯავრდებულებს  ირანული სატალევიზო არხების ყურების შესაძლებლობა მიეცეთ.

ამავე დროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ირანის საპატიმრო დაწესებულებებში საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობით დაინტერესდა და ელჩს მიმართა თხოვნით, ირანში დაპატიმრებული ჩვენი თანამემამულეების უფლებები ისევე იყოს დაცული, როგორც საქართველოში იცავენ ირანელ მსჯავრდებულთა უფლებებს.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics