20:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 18:15:24, 2763 ნახვა

ეკონომიკა
ესტონეთის ელჩი: თქვენ მიერ დაწყებული საგადასახადო რეფორმა კარგი ნაბიჯია ინვესტორების მოსაზიდად

„მოგების გადასახადის რეფორმა, რომელიც საქართველოში ამოქმედდა, კარგი ნაბიჯია უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად“, - განაცხადა ესტონეთის ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა გადაცემაში "საქმის კურსი.“

საგადასახადო რეფორმის ესტონური მოდელის გამოცდილებაზე საუბრისას, ელჩმა აღნიშნა, რომ რეფორმამ დადებითად იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკაზე. მისი თქმით, ესტონეთმა აღნიშნული რეფორმა 1999 წელს, მსოფლიოში რეცესიის პერიოდში გაატარა.

„რეფორმის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკამ სწრაფი ზრდა დაიწყო. რა თქმა უნდა, თავდაპირველად, შემცირდა საბიუჯეტო შემოსავლები, თუმცა ორ წელიწადში საბიუჯეტო შემოსავლების მოცულობა გაიზარდა,“ - აღნიშნა ესტონეთის ელჩმა.

როგორც მან განაცხადა, პირველ ეტაპზე, შემოსავლების დანაკლისის დაკომპენსირება სხვა გადასახადების ზრდით გამართლებული რისკია, რადგან 2-3 წლის შემდეგ, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა იწყება, ინვესტიციების მოცულობა იზრდება და მეტი თანხა რჩება ქვეყანაში.

„ესაა საკმაოდ ლოგიკური ნაბიჯი ესტონური მოდელის დანერგვისას,“ - განაცხადა ესტონეთის ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics