13:48 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 18:54:51, 1895 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში „კამელიების“ გამოფენა-გაყიდვას დაესწრო

ბათუმის ბოტანიკური ბაღში „კამელიის" სახეობების და ჯიშების პოპულარიზაციისა და დაინტერესებული პირებისათვის მათი გაცნობის მიზნით, კამელიების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იაპონური კამელიის 70-მდე ჯიში და 20-მდე ჰიბრიდული ფორმა.

"ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მორიგი არაჩვეულებრივი „კამელიების" გამოფენა მოეწყო, ეს არის დღესასწაული, ფესტივალი. დაგეგმილია სხვა ანალოგიური ღონისძიებები. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჩვენი რეგიონის ცნობადობის ამაღლებას, უამრავი უცხოელი ტურისტი და ვიზიტორი ჩამოდის, რომელთაც აქვთ საშუალება მოინახულონ და დატკბნენ ჩვენი ბათუმის „სავიზიტო ბარათით" ბათუმის ბოტანიკური ბაღით. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ხშირად იარონ ბოტანიკურ ბაღში, ასევე მადლობა გადავუხადო ბაღის ადმინისტრაციას", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აღნიშნული ღონისძიება, ხელს უწყობს საზოგადოებაში ბოტანიკური ბაღის ცნობიერების გაზრდას, კერძოდ, კი ბაღის კოლექციაში არსებული გვარ „კამელიის" ჯიშებისა და ფორმების გავრცელებას მოსახლეობასა და დასახლებული პუნქტების გამწვანებაში.

(NS)

 

 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics