|
2017-03-25 11:58:12, 2313 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელის კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 24-25 მარტს ბელგიის სამეფოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ბრიუსელის ფორუმში. კერძოდ მინისტრი სიტყვით გამოვა მე-6 პლენარულ სესიაზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის თემატიკას დაეთმობა. ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების, საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევების შესახებ. სესიის დასრულების შემდეგ დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა აშშ-ის სენატორთან, ჯონ მაკკეინთან. ბრიუსელის ყოველწლიურ კონფერენციას აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის დელეგაცია, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)