17:21 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 12:05:36, 2846 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ ვართ მე-7 ბიზნესის დაწყების რეიტინგით და მე-3 მშენებლობის ნებართვის გაცემის მიხედვით

ბიზნეს ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გამოსვლისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ბოლოდროინდელ წარმატებულ შეფასებებზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო მსოფლიოს ბანკის „Doing Business 2017”-ის რეიტინგში არის მე-16 მსოფლიოს 198 ქვეყანას შორის. მისი თქმით, „ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ბიზნესი ხარჯავს ძალიან ცოტა თანხას და დროს, როდესაც ის ეხება ბიუროკრატიას. ჩვენ ვართ მე-7 ბიზნესის დაწყების რეიტინგით და მე-3 მშენებლობის ნებართვის გაცემის მიხედვით.“

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება „ჰერითიჯის ფონდის“ „ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგი“. აღნიშნულის თანახმად, საქართველო მე-13 ადგილზეა.  

„არ შემიძლია არ შევეხო კორუფციის ინდექსს, რომლის მიხედვითაც „ტრეის მატრიქსის“ გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩვენ მე-11 ადგილზე ვიყავით მსოფლიოში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი შედეგები უკეთესი იქნება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics