10:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-04 11:26:35, 398 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: გია უდესიანი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიაში არ ყოფილა

ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, გია უდესიანი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ ყოფილა.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში, პოლიტსაბჭოს დაწყებამდე განუცხადა.

„რაც შეეხება უდესიანის ჩართულობას ადგილობრივ არჩევნებში სრული პარუსიხსმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არ არის სწორი. განხილვაც კი არ ყოფილა უდესიანთან მიმართებაში, რომ ის უნდა ყოფილიყო სიაში ან პარტიასთან ერთად მიეღო მონაწილეობა არჩევნებში. მე შტაბის ხელმძღვანელი გახლდით, ჩართული ვიყავი ამ პროცესებში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ უდესიანის გვარი არც კი გაჟღერებულა“, - აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება ირაკლი შიხიაშვილის საარჩევნო სიაში ჩასმას, ვიცე-პრემიერი ინფორმაციით, ამაზე საუბარი იყო, თუმცა მისივე მტკიცებით, აღნიშნულის წინააღმდეგ წავიდა და მას პრემიერიც დაეთანხმა.

„შიხიაშვილს რაც შეეხება, მასთან მიმართებაშ იყო საუბარი, რომ პარტიაში ამა თუ იმ ფორმით მიეღო მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, რაზეც მე ვიყავი წინააღმდეგი, პრემიერს მოვახსენე ამასთან დაკავშირებით და პრემიერიც დამეთანხმა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ შიხიაშვილი არ ყოფილიყო სიაში. უდესიანის მიბმა ვფიქრობ, არ არის სწორი“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics