19:34 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 23:18:55, 1871 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა ჯერ არ გამართულა

მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა ჯერ არ გამართულა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის მერობის კანდიდატის თაობაზე ”ქართულ ოცნებაში” ჯერ მსჯელობა არ გამართულა და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მიღებული არაა. მისივე თქმით, როდესაც მერობის კანდიდატზე ”ქართულ ოცნებაში” გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ამას პირველი თავად გააჟღერებს. 

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე საკმაოდ ბევრი დროა დარჩენილი. გუნდში ჯერ არ გამართულა მსჯელობა მერობის კანდიდატთან დაკავშირებით. დღეს მაქვს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა. ვარ ქვეყნის ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, ვარ ასევე პარტია ”ქართული ოცნების” გენერალური მდივანი. იმ დარგში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ. თუ რა იქნება მომავალში, ვინ იქნება კანდიდატად წარმოდგენილი, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება, მას შემდეგ, რაც გუნდში ამაზე მსჯელობა გაიმართება. რაც შემეხება პირადად მე, მზად ვარ გუნდის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ვიმოქმედო. ჩემთვის თანამდებობა არსდროს ყოფილა მთავარი და მნიშვნელოვანი”, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics