17:11 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 18:16:15, 2269 ნახვა

ეკონომიკა
El Al Israel Airlines საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

2017 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ისრაელის წამყვანი ავიაკომპანია „El Al Israel Airlines“ საქართველოს მიმართულებით ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის მიმართულებით, რომელზეც 2016 წელს ფრენები კვირაში 2 სიხშირით ხორციელდებოდა, მიმდინარე წლის ზაფხულის პიკურ პერიოდში ფრენები კვირაში 8 სიხშირით, ხოლოს სეზონის ბოლომდე კვირაში 6 სიხშირით განხორციელდება. 
 
მათივე ინფორმაციით, ავიაკომპანია საჰაერო ხაზზე ოპერირების სიხშირეს ეტაპობრივად გაზრდის. 

კერძოდ მარტის ბოლოდან ფრენები კვირაში 4 სიხშირით განხორციელდება.  2 მაისიდან ავიაკომპანია დაამატებს 2 სიხშირეს და ფრენა შესრულდება კვირაში 6 სიხშირით, ხოლო 26 მაისიდან 23 ივნისამდე დაემატება კიდევ 2 სიხშირე და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება კვირაში 8 სიხშირით. 

23 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28.10) ფრენები განხორციელდება კვირაში 6 სიხშირით. 
 
თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის მიმართულების მსგავსად, ფრენები მოიმატებს თელ ავივი-თბილისი-თელ ავივის მიმართულებით და ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს. 2016 წლის განმავლობაში „EL AL“-ის მიერ თელ ავივი-თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში 3 სიხშირით სრულდებოდა. 

ორივე მიმართულებით ფრენები Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას უკვე მიენიჭა ახალი განრიგით რეგულარული ფრენების შესრულების ნებართვა.
 
„El Al Israel Airlines“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა. ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაგადამზიდველი 1948 წელს დაარსდა. ავიაკომპანია ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებს და მისი ავიაპარკი 41 საჰაერო ხომალდს ითვლის. 

საავიაციო უსაფრთოხოებისა და უშიშროების სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით „El Al Israel Airlines“ ერთ-ერთ მოწინავე ავიაგადამზიდველად ითვლება მსოფლიოში.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics