04:48 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 20:11:32, 1753 ნახვა

საზოგადოება
ვახუშტი მენაბდის ინფორმაციით, კომისია შრომითი უფლებების კონსტიტუციური რეგულირების არსებითად ახლებურ ხედვაზე შეთანხმდა

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის ინფორმაციით, საკონსტიტუციო კომისია შრომითი უფლებების კონსტიტუციური რეგულირების არსებითად ახლებურ ხედვაზე შეთანხმდა.

ამის შესახებ მენაბდე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:

„საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს. ახლახანს ფაქტობრივად შევთანხმდით შრომითი უფლებების კონსტიტუციური რეგულირების არსებითად ახლებურ ხედვაზე: 1. კონსტიტუციაში ექსპლიციუტურად ჩაიწერება შრომის უფლება (აქამდე მხოლოდ შრომის თავისუფლება ეწერა და სასამართლოს ინტერპრეტაციის იმედად ვიყავით), რომელიც მოიცავს ამ უფლებების ყველა კომპონენტს; 2. შრომითი პირობების ეფექტური ზედამხედველობა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება გახდება; 3. დამოუკიდებელი პროფკავშირების უფლება ასევე გაჩნდება კონსტიტუციაში. ნარჩუნდება აქამდე არსებული უფლებები: შრომის თავისუფლება, გაფიცვის უფლება. სადავო საკითხად რჩება: 32-ე მუხლი (უმუშევრების დასაქმებაში ხელშეწყობა, საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობების და უმუშევრის სტატუსის განსაზღვრა)“, - წერს ვახუშტი მენაბდე.

ცნობისთვის, პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics