17:04 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 15:51:56, 2466 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გუმრუქჩუ: თურქეთის და საქართველოს პრემიერები ისაუბრებენ ყველა თემაზე, რომელსაც ამ ეტაპზე საჭიროდ ჩათვლიან

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ ადასტურებს, რომ დღეს ბათუმს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ეწვევა. 

ელჩის თქმით, თურქეთის პრემიერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სადილზე უმასპინძლებს. 

„ჩვენს პრემიერ-მინისტრს აქვს თავისი პროგრამა ქალაქ ართვინში, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, იგი სტამბოლში უნდა გაფრინდეს ბათუმიდან, ასე რომ, საზღვრიდან აეროპორტამდე მოკლე ტრანსფერი ექნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა კეთილი სურვილი, ესარგებლა ამ შესაძლებლობით. ეს ჩვენი პრემიერ-მინისტრისთვისაც ძალიან დიდი პატივია. პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს საღამოს სადილზე შეხვდებიან. 

ყველა საინტერესო საკითხს შეეხებიან, თუმცა, როგორც გითხარით, ეს არ არის რაიმე ოფიციალური ან წინასწარ დაგეგმილი ვიზიტი და მხოლოდ შესაძლებლობის გამოყენებაა. ამიტომ, არ არსებობს რაიმე დღის წესრიგი ან საკითხთა ოფიციალური ჩამონათვალი. ისინი ისაუბრებენ ყველა თემაზე, რომელსაც ამ ეტაპზე საჭიროდ ჩათვლიან“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში. 

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი არაოფიციალური ვიზიტით ბათუმში ჩამოდის. აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics