|
2017-03-15 12:02:11, 2126 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჩუგოშვილი: ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ვადის გახანგრძლივება მოხდეს, უკეთესი კანდიდატურის წარმოდგენაა
იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების განცხადებების მიღების ვადა 2017 წლის 13 აპრილამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა და არნიშნა, რომ ვადის გახანგრძლივების ერთადერთი მიზეზი უკეთესი კანდიდატურის წარმოდგენაა: „პოლიტიკური შეთანხმება არაფერ შუაში არაა ამ საკითხთან. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ვადის გახანგრძლივება მოხდეს ესაა, რომ უკეთესი კანდიდატურა იყოს წარმოდგენილი და მთავრობას ჰქონდეს მეტი არჩევანი, რათა საუკეთესო კანდიდატები წარადგინოს ევროპის საბჭოს წინაშე. სხვა მიზეზი შეუძლებელია არსებობდეს“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. შეგახსენებთ, სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩავარდა. საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები იყვნენ: ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი. მოსამართლეებს ევროსაბჭოს 1-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან უნდა ჩაატაროს კონკურსი და ახალი კანდიდატები გაგზავნოს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)