03:04 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 18:52:03, 1455 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მუნიციპალიტეტების გამგეობების წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მუნიციპალიტეტების გამგეობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს გამგეობებისათვის, ქ. ბათუმში დასრულებულ 58 ბინიან სოციალურ სახლში ფართების განაწილებასთან დაკავშირებული პროცედურების თაობაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

სოციალურ სახლში ფართების განაწილება, აჭარის მთავრობის მიერ უახლოეს დღეებშია დაგეგმილი.

„დღევანდელი შეხვედრა აღნიშნული პროცესის საჯაროდ და გამჭვირვალედ წარმართვას შეუწყობს ხელს. სოციალური სახლში საცხოვრისით დაკმაყოფილდება ქ. ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრები ეკომიგრანტები. მნიშვნელოვანია დაზარალებულთა დროული ინფორმირება დაზარალებულთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში, დარეგისტრირების მიზნით“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეხვედრაზე ასევე მსჯელობა გაიმართა სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით მოქმედ ნორმატიულ აქტებსა და ბოლო დროს მათში შესული ცვლილებების ირგვლივ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics