03:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 15:32:19, 1231 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი გუდაურში 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრის აშენების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე, 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრის აშენების ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საკონფერენციო ცენტრი უნდა აშენდეს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე, სადამდეც გუდაურის საბაგირო მივა.

მშენებლობისთვის შესაბამისი ადგილის შერჩევა პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს დაავალა.

კვირიკაშვილის შეფასებით, გუდაურში მსგავსი სივრცის არსებობა, ტურიზმის განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics