01:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 17:02:58, 1377 ნახვა

საზოგადოება
ხონის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში, ხონის ქუჩის მცხოვრებლები ახალი კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

მერიის ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ერთი კვირის წინ დაიწყო და თვის ბოლოს დასრულდება. ხონის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე  გაეცნო.

„ჩუღურეთის რაიონში საგზაო სამუშაოები გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს. ვცდილობთ მოვიცვათ ყველა ქუჩა და ჩიხი, მათ შორის ისეთი ადგილები, სადაც ათწლეულების მანძილზე საგზაო სამუშაოები არ ჩატარებულა.  ერთ-ერთი ასეთი ქუჩა გახლავთ ხონის ქუჩა. აქ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 60 წელია არ განხორციელებულა“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

2017 წლისთვის, ჩუღურეთის რაიონში, 35 ქუჩისა და 70 შიდა ეზოს მოასფალტებაა დაგეგმილი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics